273 ინფიცირებული, 1 გარდაცვლილი – ახალი სტატისტიკა

ახალი სტატისტიკასაქართველოში კორონავირუსის 273 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,  ბოლო 24 საათში 577 ადამიანი გამოჯანმრთელდა,  დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვალების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვემო ქართლში 19 შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 20 782 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,31%, ბოლო 14 დღის – 2,2%, ბოლო 7 დღის – 1,82%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 650 981 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 630 564 გამოჯანმრთელდა, 16 766 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 864 300 აცრა, დღიურად აცრილია 577.