28 აპრილს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხვალ, 28 აპრილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება კომპანიის ქსელში ჩართულ აბონენტებს.

მათივე ცნობით,  11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში მე-20, მე-8, მე-7, მე-14 მიკრორაიონებში, მესხიშვილის, თოდრიას, ფალიაშვილის ლესელიძის, ლეონიძის და მიმდებარე ქუჩებზე;

11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში დარბაზი, ვანათი, ძველი ქვეში, ფოცხვერიანი, გეტა, ძეძვნარიანი და მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 12:30 საათამდე და 18:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ალგეთი, ახალსოფელი, ზირბითი, ცხრაკუდაანი, მანგლისი, დიდი თონეთი და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.