„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ქსელში ჩართულ აბონენტებს.
მათივე ცნობით, 6 აპრილს 10:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფელ ჯანდარაში; 10:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში სადახლო, იალღუჯის დასახლება, ბურმა, აზიზქენდი, ხულდარა და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში აკაურთა, რატევანი, ზვარეთი, ბოლნისი და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში კამარლო, შახმარლო, ქარიანი, სოგუთლო და მიმდებარე სოფლებში;
12:00-დან 16:30 საათამდე აბონენტებს გარდაბანში ლესელიძის, ჭავჭავაძის, პუშკინის და მიმდებარე ქუჩებზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.