კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ქსელში ჩართულ აბონენტებს.
მათივე ცნობით, 7 აპრილს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში დაბა კაზრეთი, ბალიჭი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში კარათაკლია, ყარაჯალარი, გაჩიანი, აღთაკლია და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს მარნეულში წერეთლის, კოსტავას, სოვეტსკაიას და მიმდებარე ქუჩებზე;
12:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში დაგარახლო, კამარლო, იაღუფლო, კიზილაჯლო, მამულო და მიმდებარე სოფლებში;
14:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ქესალო, ნაზარლო, აზიზბეკოვი და მიმდებარე სოფელბში, აგრეთვე გარდაბანში.
კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.