CENN მარნეულის მუნიციპალიტეტში, ქალთა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის მიზნით, კონკურსს აცხადებს.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კონკურსი პროექტის „კლიმატის მიმართ მდგრადი სოფლის მეურნეობა – PRAISE MARNEULI” ფარგლებში, HEKS EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით გამოცხადდა.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მცხოვრებ, სულ მცირე 9 ქალისგან დაკომპლექტებულ ჯგუფებს, რომლებსაც სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოების გამოცდილება აქვთ და კოოპერატივის ჩამოყალიბება სურთ.
ამასთან, კონკურსში მონაწილე ჯგუფის წევრები სულ მცირე 70% ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები უნდა იყვნენ.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე, შესაძლებელია ბმულზე: https://cutt.ly/YF2LB74