ლიდერთა გაცვლით პროგრამაში FlEX რუსთაველმა ახალგაზრდებმა გაიმარჯვეს. შესარჩევი პერიოდი სექტემბრიდან აპრილის თვის ჩათვლით მიმდინარეობდა და 3 000 აპლიკანტიდან 70 ახალგაზრდა შეირჩა.
პროგრამა სრული სტიპენდიის ფარგლებში ამერიკაში ერთი სასწავლო წლით გამგზავრებას გულისხმობს.
FlEX-ის პროგრამით ამერიკაში რუსთავიდან ლუკა შველიძე, მარიამ ტარყაშვილი, სესილი ლომია, ენოლა ზალოშვილი და ნატა ტუღუში გაემგზავრებიან.