გარდაბნის ისტორიულ მუზეუმში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მოეწყო თემატური გამოფენა, რომლის ფარგლებში ადგილობრივი სახელოვნებო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.
სპეციალურად ამ დღისთვის შეიქმნა თექის ანბანი, რომელზეც მუზეუმის თანამშრომლებმა იმუშავეს.
ღონისძიებას მუზეუმის, სახელოვნებო სკოლის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.









