ბოლო 24 საათში კოვიდით არავინ გარდაცვლილა

საქართველოში კორონავირუსის 324 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  ბოლო 24 საათში 721 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.  ქვემო ქართლში 13 ახალი შემთხვევა აღირიცხა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 22 625 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,43%, ბოლო 14 დღის – 2,32%, ბოლო 7 დღის – 1,9%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 650 708 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 629 987 გამოჯანმრთელდა, 16 765 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 863 384 აცრა, დღიურად აცრილია 595.