კორონავირუსის ბოლო 24 საათის სტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსის 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო 24 საათში 1 070 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა სამი პაციენტი. ქვემო ქართლში 12 ახალი შემთხვევა აღირიცხა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 17 343 ტესტი,კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2.03%, ბოლო 14 დღის – 3.04%, ბოლო შვიდი დღის – 2.44%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 649 005 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 627 366 გამოჯანმრთელდა, 16 751 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 861 752 აცრა, დღიურად აცრილია 240.