“მტევანის” ორგანიზებით, თეატრ “ბრავოს” შენობაში საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა

მრავალშვილიანი დედების კავშირის “მტევანი” ორგანიზებით, თეატრის “ბრავო” შენობაში, საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში, მრავალშვილიანი ოჯახების წევრების ხელნაკეთი ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.

ორგანიზატორების ინფორმაციით, მაისიდან შენობაში არტ-კაფე “კაფუნე” გაიხსნება, სადაც მათი ხელნაკეთი ნამუშევრები მუდმივად იქნება წარმოდგენილი.

რეალიზაციიდან შესული თანხის 15% მრავალშვილიანი ოჯახების ფონდში ჩაირიცხება.