გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 3 თვეში, ნარჩენების მართვის კოდექსის 601 ფაქტი გამოავლინეს.
უწყების ცნობით, 1-ლი იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდში, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ყველაზე მეტი – 218 ფაქტი აჭარაში დაფიქსირდა. ქვემო ქართლში 50 კანონდარღვევა გამოვლინდა.
რაც შეეხება სამართალდარღვევების შინაარსს, ყველაზე მეტი – 346 ფაქტი, მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანებაა, დარღვევებს შორის არის მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენის ღია წესით დაწვა, სამშენებლო ან კანალიზაციის ნარჩენით გარემოს დაბინძურება, საბურავებით გარემოს დანაგვიანება და სხვა.
სხვა რეგიონებში კანონდარღვევების მაჩვენებელი: