რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლებთან ერთად, წარმატებულ რუსთაველ სპორტსმენებს შეხვდა.
ქალაქის მერმა მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორ ოთხ რუსთაველ სპორტსმენს: გიორგი სარდალაშვილს, ლუკა კუბლაშვილს, ბექა გურულს, სანდრო მეგრელიშვილს საერთაშორისო ტურნირებში მიღწეული წარმატებისთვის ფულადი ჯილდო გადასცა.
ნინო ლაცაბიძის ინიციატივით, მიმდინარე წლიდან წარმატებულ რუსთაველ სპორტსმენებს, მერიის სტიპენდია გაუორმაგდათ. გაორმაგებულ თანხას იღებენ წარმატებული რუსთაველი პარასპორტსმენებიც.
რუსთავის მერიის ,,სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი“ წამახალისებელ სტიპენდიას 53 სპორტსმენზე ასაკის, სახეობის და ტიტულის გათვალისწინებით გასცემს.