პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე მსურველებს რიგის დაჯავშნა მოუწევთ

 მართვის უფლების მისაღებად, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე მსურველებს რიგის დაჯავშნა მოუწევთ.

მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მძღოლობის კანდიდატს, რომელიც თეორიულ გამოცდას ჩააბარებს, პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე გასვლა 30 დღის განმავლობაში შეეძლება, ხოლო მეორე ეტაპის გამოცდაზე გასასვლელი რიგი წინასწარ უნდა დაჯავშნოს. მათივე ცნობით, გამოცდის მეორე ეტაპზე გასვლა მძღოლობის კანდიდატს ერთი წლის ვადაში შეეძლება. მეორე ეტაპზე უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში, კანდიდატი მომდევნო გამოცდაზე არაუადრეს 30 დღის ინტერვალით დაიშვება.

“მძღოლობის კანდიდატი, რომელიც 2022 წლის 25 აპრილამდე წარმატებით ჩააბარებს თეორიულ გამოცდას, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება მიენიჭება 2022 წლის 25 აპრილამდე არსებული წესით.”- ნათქვამია ინფორმაციაში.