როგორია ეპიდვითარება რუსთავში – ბოლო კვირაში ქალაქში კოვიდით არავინ გარდაცვლილა[ვიდეო]

გასული კვირის მონაცემებით, ქვემო ქართლში კორონავირუსზე 9 500-მდე ტესტი  ჩატარდა, რომელთაგან 85 დადებითი შემთხვევა გამოვლინდა.

რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გასულ კვირაში რუსთავში 44 დადებით შემთხვევა აღირიცხა. ცენტრის ხელმძღვანელის, დავით იშხნელის განცხადებით,  გასულ კირას ქალაქში გარდაცვალების არცერთი შემთხვევა დაფიქსირებულა.

შემცირებულია ვაქცინაციის მაჩვენებელი, რუსთავში ბოლო შვიდ დღეში 101 ადამიანი აიცრა, რომელთაგან ბუსტერ დოზა 46-მა ადამიანმა გაიკეთა.

საქართველოში ბოლო 24 საათში კოვიდის 235 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 5 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 496 ადამიანი.