როგორია კოვიდსტატისტიკა ქვეყანასა და რეგიონში

საქართველოში კორონავირუსის 376 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო 24 საათში 234 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ოთხი პაციენტი. ქვემო ქართლში  19 შემთხვევა აღირიცხა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 24 153 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,56%, ბოლო 14 დღის – 2,43%, ბოლო შვიდი დღის – 1,98%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 650 384 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 629 266 გამოჯანმრთელდა, 16 765 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 862 701 აცრა, დღიურად აცრილია 209.