რუსთაველი 14 წლის კალათბურთელი მათე ხატიაშვილი ევროპის ლიგის სუპერფინალის MVP გახდა.
სახელოვნებო სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის წარმომადგენლები, სპორტსმენს რუსთავის ქიმიკოსთა სპორტული კომპლექსში შეხვდნენ და მიღწეული წარმატებისთვის მადლობის სიგელი და სიმბოლური საჩუქარი გადასცეს.
მათე ხატიაშვილი 12 წლამდე დამსახურებული მწვრთნელის, ოთარ ხმელიძის აღსაზრდელი იყო. სპორტსმენი საქართველოს 14 წლამდელთა ნაკრებში და ესპანეთის კლუბ „ბასკონიაში“ თამაშობს.