რუსთავში UCMAS-ის ფილიალი გაიხსნა

რუსთავში UCMAS-ის ფილიალი გაიხსნა. UCMAS არის მენტალური არითმეტიკის პროგრამა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით 82 ქვეყანაში ისწავლება.

პროგრამა საქართველოში 3 წლის წინ წარმატებით დაინერგა და ახლა 1 000-მდე წარმატებული მოსწავლე ჰყავს. 4-დან 14 წლამდე მოზარდებს მენტალური არითმეტიკის შესწავლა ახლა უკვე რუსთავშიც შეუძლიათ.

UCMAS-ის​ წარმომადგენლობა საქართველოს მასშტაბით5 ქალაქში, მათ შორის რუსთავშიც ჰყავს.