რუსთავის საკრებულოში სოციალურ საკითხთა კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნანა შატბერაშვილი უძღვებოდა.
კომისიის სხდომის ფარგლებში, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების შექმნისა და პერსონალური შემადგენლობის დაკომპლექტების შესახებ იმსჯელეს.
როგორც კომისიის თავმჯდომარე ნანა შატბერაშვილმა განაცხადა, თოთოეულ დროებით სამუშაო ჯგუფში მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციათა წევრები წარმოდგენილნი იქნებიან 2-2-1 პრინციპით.
კომისიის გადაწყვეტილებით, კომისიასთან შეიქმნება საკონსულტაციო საბჭო, რომელიც შედგება შესაბამისი დარგის კომპეტენტური, სათანადო გამოცდილების მქონე, მოწვეული ექსპერტ-კონსულტანტების, ასევე დაინტერესებულ იურიდიული პირების წარმომადგენლებისაგან.
სამუშაო ჯგუფებისა და საკონსულტაციო საბჭოს პერსონალური შემადგენლობა ფრაქციებმა კომისიის მორიგ სხდომამდე უნდა წარადგინონ.









