წინასააღდგომოდ ქალაქის სასაფლაოსკენ მიმავალი გზები წესრიგდება

რუსთავის მერია, წინასააღდგომოდ ქალაქის სასაფლაოსკენ მიმავალ გზებს აწესრიგებს. ამ ეტაპზე, გზების ორმული დამუშავების სამუშაოები ქუთაისის მოედნის მიმდებარედ, ასევე ლეონიძის, მოდებაძის, აღმაშენებლის, გარეჯის ქუჩებზე მიმდინარეობს.

პროექტის ღირებულება 500 000 ლარია.  როგორც რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში აცხადებენ, სამუშაოები ქალაქში სხვა ლოკაციებზეც განხორციელდება.