ავტობუსის გაჩერებასთან ქმარმა ცოლი დაჭრა

თბილისში, დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე ქმარმა ცოლი დაჭრა. შემთხვევა ავტობუსის გაჩერებასთან მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მამაკაცი დაკავებულია.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ მდგომარეობაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.