რუსთავში კიდევ ერთი ახალი სკვერი გაიხსნა. მე-19 და მე-18 მიკრორაიონების მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყო, რომელსაც სახელი რუსთაველებმა შეურჩიეს.
ახალგაზრდებმა უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, რეკრეაციისთვის “მშვიდობის” სახელის მინიჭების ინიციატივით, მუნიციპალიტეტს უკვე მიმართეს. პარკის სივრცეში განთავსებულ სიმბოლურ პეტიციაზე, ინიციატივის მომხრეებმა ხელი მოაწერეს.
გახსნის ცერემონიას, რუსთაველებთან ერთად, რუსთავში მცხოვრები, უკრაინიდან დევნილი ოჯახებიც ესწრებოდნენ.
წარმოდგენილი იყო საბავშვო გასართობი პროგრამა. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა Art Life-ი და ბენდი Beyond. საღამო DJ სეტით დასრულდება.
მრავალფუნქციურ რეკრეაციაში, საბავშვო და სპორტული სივრცეები, ამფითეატრი, დასასვენებელი ზონებია მოწყობილი. განხორციელდა დენდროლოგიური პროექტიც და სკვერის ტერიტრიაზე, 350 ძირი სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე დაირგო.