გარდაბნის კულტურის სახლში ნორჩი პოეტების შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ღონისძიებაში გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდა შემოქმედები იღებდნენ მონაწილეობას.
ღონისძიება ტრადიციულია და წელიწადში რამდენჯერმე იმართება. ახალგაზრდებმა საზოგადოებას საკუთარი შემოქმედება წარუდიგნეს.
მათი თქმით, მსგავსი ღონისძიებები ახალგაზრდებისთვის მოტივაციაა და მომავალშიც აქტიურად ჩაერთვებიან.