რუსთავის N7 საჯარო სკოლის ორგანიზებით, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ეკოლოგიის თემატიკაზე ფლეშმობი მოაწყო.
გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის საკითხებზე, მათ შორის ნარჩენების მართვის თემაზე მე-7 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პერფორმანსი, რომელიც მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით იყო გაფორმებული.
ფლეშმობი გარემოს დაცვასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად.
ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.









