თოდრიას ქუჩაზე ავტომობილი ფეხითმოსიარულეს დაეჯახა

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თოდრიას ქუჩაზე ავტომობილი ფეხითმოსიარულეს დაეჯახა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანა.

როგორც კლინიკის მიმღებში Tv4-ს განუცხადეს, პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას კონტაქტური იყო და მიმდინარეობს სამედიცინო გამოკვლევები.