მამაკაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა – დამნაშავე ადგილზე დააკავეს

მამაკაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა. შემთხვევა დღეს, ხელვაჩაურში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალს ჭრილობა ბეჭის არეში აქვს მიყენებული.

შემთხვევას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი შეესწრო და დამნაშავე, 30 წელზე მეტი ასაკის მამაკაცი, ადგილზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-117 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.