ნიკო ფიროსმანის სახელობის სამხატვრო სკოლაში, მხატვართა გაერთიანება “გამას” და სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ორგანიზებით, საგაზაფხულო გამოფენა გაიმართა. საგამოფენო სივრცეში 30-ზე მეტი მხატვრის ორმოცამდე ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.
დამთვალიერებელს ფერწერაში, გრაფიკასა და გამოყენებით ხელოვნებაში შესრულებული ნახატების დათვალიერების შესაძლებლობა ჰქონდა.