“ზოგი თვლის, რომ პანდემია დასრულდა, ზოგი – არა. პანდემია არ დასრულებულა. ჩვენ, სტაბილიზაციის პერიოდი გვაქვს, მსოფლიოში ერთ-ერთი კარგი მდგომარეობა, რაც სხვაგან ასე არ არის. ევროპაში, აზიასა და ამერიკაში ათეულ ათასობით, ასეულ ათასობით ინფიცირებულია, გარდაცვლილი კი ათეული და ასეულია. 30 მარტს ჯანმომ სამი მოსალოდნელი სცენარი გამოაქვეყნა. პირველი, როდესაც დღეში ფიქსირდება 100-დან 200-მდე შემთხვევა და 0, ან 2 გარდაცვლილი. ეს არის რეალური და მისაღები პროგნოზი. ამ შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია არსებული მდგომარეობის მართვა, ჩვენ შევეგუებით კორონავირუსით ინფიცირების ამ რაოდენობასთან კოჰაბიტაციას. პირბადეებით, მედიკამენტებით და ვაქცინაციით ისე ვმართავთ ეპიდვითარებას, რომ კოვიდი არ აისახება სოციალურ ცხოვრებასა და ეკონომიკაზე.
მეორე სცენარია, როდესაც კოვიდი მთლიანად აღმოიფხვრება, კერძოდ, ვირუსი როგორც მოვიდა, ისე წავა. ამ სცენარის მიხედვით, ვაქცინაცია, პირბადე და მედიკამენტები საჭირო არ იქნება, რაც საუკეთესო სცენარია. მესამე ყველაზე უარესი სცენარია, რაც გულისხმობს „დელტას“ მსგავსი შტამის გაჩენას, რაც გამოიწვევს ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების რაოდენობის ზრდას.
პროგნოზულად, მაინც მოსალოდნელია ის სცენარი, როდესაც კოვიდი იარსებებს, მაგრამ არ შეგვაწუხებს“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.
ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ “ინტერპრესნიუსთან” ვრცელ ინტერვიუში განაცხადა.