რელიგიის გავლენა ოჯახსა და ტრადიციების ჩამოყალიბებაზე – შეხვედრა გაიმართა

რუსთავში “დედების სივრცის” ორგანიზებით, მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას რუსთაველი დედების ჩართულობით,  არასამთავრობო ორგანიზაციის “დედების სივრცე” ხელმძღვანელი, ლია კოშაძე უძღვებოდა.

ამჯერად განსახილველი თემა იყო რელიგიის გავლენა ოჯახსა და ოჯახური ტრადიციების ჩამოყალიბებაზე. დღევანდელი სტუმარი  მამა ანდრია აბაშიძე იყო.

ინფორმაციისთვის, რუსთაველი დედები შეხვედრებს კვირაში ერთხელ სხვადასხვა სპიკერთან ერთად მართავენ.