რუსთაველები ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ- სასამართლო სხდომა გადაიდო

თერთმეტი მოქალაქე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს- “გავიგუდეს” ინფორმაციით,  თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ჩანიშნული პირველი სასამართლო სხდომა გადაიდო. როგორც ორგანიზაციამ გაავრცელა ინფორმაცია, სხდომა 6 სექტემბრამდე გადადეს.

 

შეგახსენებთ, რუსთავში ეკოლოგიური პრობლემებთან დაკავშირებით,  თერთმეტი  მოსარჩელე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.  მოსარჩელეებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სარჩელი თებერვლის თვეში შეიტანეს.  “გავიგუდეში” აცხადებენ,  რომ სახელმწიფო ქალაქში ეკოლოგიური პრობლემების გამოსასწორებლად ქმედით ნაბიჯებს არ დგამს და საწარმოების დიდი ნაწილი საქმიანობას კვლავ კანონმდებლობის დარღვევით აგრძელებს.