რუსთავში პირველი საფესტივალო სივრცე ,,ოქსიგენი” იხსნება

რუსთავში პირველი საფესტივალო სივრცე ,,ოქსიგენი” იხსნება. ქალაქის ცენტრალურ პარკში, რუსთავის ისტორიული ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ,  საფესტივალო სივრცის შესაქმნელად და ,,ოქსიგენის” პირველი მუსიკალური ფესტივალის ჩასატარებლად, ქალაქის მერიას, ,,რუსთავის აზოტსა” და ,,ოქსიგენს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ახალი საფესტივალო სივრცის დაარსების შესახებ პრეზენტაცია რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ წარადგინა. წლების შემდეგ პირველი მუსიკალური ფესტივალი რუსთავში, 25 და 26 ივნისს გაიმართება. 25 ივნისს საფესტივალო სივრცეს ,,არტ გენი” დაიკავებს.

ფესტივალის მეორე დღეს კი, ,,ოქსიგენის” საფესტივალო სივრცე, თანამედროვე და ელექტრონულ მესიკას დაეთმობა. მუსიკალურული ფესტივალი ,,ოქსიგენი” ყოველწლიური იქნება და სამომავლოდ საერთაშირისო მასშტაბსაც შეიძენს.