რუსთავში რამდენიმე მისამართს ელექტროენერგია არ მიეწოდება

რუსთავში, რამდენიმე მისამართს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ამ დროისთვის, ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდული აქვს რუსთაველის, კოსტავას, კონსტიტუციის, ასლანიკაშვილის, ფიროსმანის და მიმდებარე ქუჩებს.

ქალაქში გამორთულია როგორც შუქნიშნები, ასევე შეზღუდულია ელექტროენერგიის მიწოდება საცხოვრებელ კორპუსებში.

როგორც კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიას” ცხელ ხაზზე TV4-ს განუცხადეს, მე-13 ფიდერი ავარიულად დაზიანდა, რის გამოც რუსთავის რამდენიმე ქუჩას ელექტროენერგია შეზღუდული აქვს. მათივე ცნობით, ადგილზე ავარიული ჯგუფები მუშაობენ.