უკრაინაში, “აზოვსტალში” ქართველი მებრძოლი დაიღუპა. როგორც გავრცელდა ინფორმაცია, 27 წლის ტატო ბიგვავა უკრაინის მოქალაქეა და ის „აზოვის“ ბატალიონში 2014 წლიდან ირიცხებოდა.
უკრაინაში იმყოფებიან გარდაცვლილი ჯარისკაცის მშობლები, რომლებიც უკრაინაში აფხაზეთის ომის შემდეგ ცხოვრობენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ერთი თვის წინ, ტატო ბიგვავა სიმამაცისთვის დააჯილდოვა.
ოჯახს ცხედრის გადმოსვენება საქართველოში სურს.