ღამისთევით ექსკურსიაზე წასვლა აიკრძალება

განათლების სამინისტრო სასკოლო ექსკურსიებზე ახალ რეგულაციებს აამოქმედებს. როგორც ცნობილი გახდა, საექსკურსიო ლოკაცია სკოლიდან 150 კილომეტრზე შორს არ უნდა იყოს. ასევე,  ღამისთევით ექსკურსიაზე წასვლა აიკრძალება.

სამინისტროს რეკომენდაციების მიხედვით, ექსკურსიის დროს არასრულწლოვნები არ უნდა მოხვდნენ მდინარისა და წყალსაცავების მიმდებარე ტერიტორიაზე, მეწყერსაშიშ და სხვა დაუცველ ტერიტორიებზე.

ექსკურსიაში მონაწილე სრულწლოვან პირთა შორის უნდა იყოს სულ მცირე ერთი ქმედუნარიანი პირი, რომელსაც აქვს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის უნარ-ჩვევები.