“მე თუ გიჟ ვარ”- რუსთავის პარკში თამარ ფეიქრიშვილის და ვანო გულდედავას ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
ადგილზე ნახატებთან და ქანდაკებებთან ერთად წარმოდგენილი იყო პერფორმანსი, რომელიც გამოფენის ავტორების თქმით, ერთგვარი სოლიდარობა იყო იმ ადამიანებისადმი, რომლებიც სულიერ და ფსიქოლოგიურ ტკივილს განიცდიან.
გამოფენა სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.