ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლას რუსთავში მყოფი გერმანულ-პოლონური ანსამბლები kameralny და adoramus ეწვია. ანსამბლებმა ქართულ-ევროპული კლასიკისა და ფოლკლორის საღამოს „ხელოვნებას არ აქვს საზღვრები“ ფარგლებში, კონცერტი გამართეს. ღონისძიებაში ადგილობრივი გუნდი, “გროს ოქტეტიც” მონაწილეობდა.
პროექტის მიზანია ქართველი და მსოფლიოს ხალხთა ფოლკლორული და კლასიკური ხელოვნების პოპულარიზაცია. ასევე, ადგილობრივი და ევროპული კულტურის და შემოქმედებითი გამოცდილების გაზიარება.