გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მცირემიწიანი ფერმერებისთვის აგროქულების დარიცხვა დაიწყო და პროგრამის ფარგლებში, აგროქულები 40 ათასამდე ფერმერს დაერიცხა.
პროგრამის ფარგლებში სუბსიდიას მიიღებენ 0.25 ჰა-დან – 1.25 ჰა-ს ჩათვლით მიწის მესაკუთრეები/თანამესაკუთრეები, 1 ჰა-ზე 300 ლარის გაანგარიშებით.
სამინისტროს ცნობით, ჯამში 300 ათასზე მეტი მცირემიწიანი ფერმერი დარიცხული ქულებით სასოფლო-სამეურნეო საქონელს შეიძენს.
პროგრამით სარგებლობისთვის, ფერმერებმა დარიცხული ქულების შესახებ ინფორმაცია უნდა მიიღონ „ლიბერთი ბანკის“ ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით – https://myliberty.ge/?id=agro და შემდეგ მიმართონ ბანკის ნებისმიერ ფილიალს არსებული აგრობარათის გასააქტიურებლად ან ახალი ბარათის ასაღებად.
აგრობარათებზე დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადა 2022 წლის 30 ნოემბერია.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სამინისტროს ცხელ ხაზს – 1501.