აეროპორტში 12 კილოგრამამდე მარიხუანა ამოიღეს

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1995 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

დაკავებულს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანაში ედება. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა სამგზავრო ჩანთაში წინასწარ მოწყობილი სამალავიდან 11 კილო და 700 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მ.მ.-მ აღნიშნული ნარკოტიკი საქართველოში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან შემოიტანა.