ახალგაზრდობის პარკი “რუსთავის ქუჩის ბაზარს” მასპინძლობს

დღეს და ხვალ, ახალგაზრდობის პარკი “რუსთავის ქუჩის ბაზარს” მასპინძლობს. ბაზარი 13:00 საათიდან გაიხსნა და 20:00 საათამდე იქნება ხელმისაწვდომი.

ღონისძიების ორგანიზატორია STALL • სთოლ და რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია.

ორგანიზატორების განცხადებით, ეს არის სავაჭრო სივრცე ღია ცის ქვეშ, სადაც ღონისძიების სტუმრებს საუკეთესო ქართული პროდუქციის შეძენა შეუძლიათ.

,,რუსთავის ქუჩის ბაზარი“ ახალგაზრდობის პარკში 29 მაისს ჩათვლით გაგრძელდება.

პროექტი რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მიზანი მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობაა.