ახალგაზრდობის პარკში ,,რუსთავის ქუჩის ბაზარი“ დაანონსდა

28 მაისს, ახალგაზრდობის პარკი “რუსთავის ქუჩის ბაზარს” უმასპინძლებს. როგორც სოციალურ ქსელში დაანონსებული ღონისძიების აღწერაში წერია, ბაზარი 13:00 საათიდან გაიხსნება და 20:00 საათამდე იქნება ხელმისაწვდომი.

ღონისძიების ორგანიზატორია STALL • სთოლ და რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია.

აღწერის თანახმად, ეს იქნება სავაჭრო სივრცე ღია ცის ქვეშ, სადაც ღონისძიების სტუმრები საუკეთესო ქართული პროდუქციის შეძენას შეძლებენ.

,,რუსთავის ქუჩის ბაზარი“ ახალგაზრდობის პარკში 28-29 მაისს გაიმართება.

მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ გაეცნონ პირობებს და დაინტერესების შემთხვევაში დარეგისტრირდნენ შემდეგ ბმულზე.

,,რუსთავის ქუჩის ბაზარში“ მონაწილეობისთვის შეირჩევა 30 პრეტენდენტი.

პროექტი რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მიზანი მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობაა.