საქართველოს პარლამენტის წევრი, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი მუსლიმ თანამოქალაქეებს რამადან-ბაირამის დღესასწაულს ულოცავს.
„ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს ვულოცავ რამადან-ბაირამს, ერთთვიანი მარხვის დასრულებას. მოთმინების, თავმდაბლობის, ურთიერთპატივისცემის, სულიერი სიმშვიდის, სიკეთისა და ერთმანეთზე ზრუნვის დღესასწაულს!
გისურვებთ ბედნიერებას, კეთილდღეობას, მოთმინებას, სულიერ სიმშვიდეს , ჯანმრთელობას და წარმატებებს ჩვენი საერთო სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის!“– განაცხადა გოგი მეშველიანმა