ეკოლოგია და გარემოს დაცვა – N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ფლეშმობი მოაწყვეს

რუსთავის N7 საჯარო სკოლის ორგანიზებით,  ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ეკოლოგიის თემატიკაზე ფლეშმობი მოაწყო.

გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის საკითხებზე, მათ შორის ნარჩენების მართვის თემაზე მე-7 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პერფორმანსი, რომელიც მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით იყო გაფორმებული.

ფლეშმობი გარემოს დაცვასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად.

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.