სამცხე-ჯავახეთში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული, 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. უწყების ცნობით, დაკავებულს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა გუშინ, 5 მაისს, ასპინძაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით, კისრის არეში ჭრილობა მიაყენა თანასოფლელ მამაკაცს, რომელიც
შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, შემთხვევის ადგილთან ახლოს დააკავეს.