თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1993 და 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პირები განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების, ასევე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა, ერთ-ერთი დაკავებულის ბინაში ჩატარებული ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანა და მცენარის კულტივაციისთვის განკუთვნილი მოწყობილობები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
სამართალდამცველებმა 2000 წელს დაბადებული პირი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა ჩხრეკისას, 45 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კი ამოღებულია ექვსი ძირი კანაფი და ნარკოტიკული საშუალების შემცველი აღნიშნული მცენარის გასაზრდელად განკუთვნილი ე.წ. კაბინა.
დანაშაულები ოთხიდან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.