კორონავირუსის სტატისტიკა – ერთი კვირის მონაცემები

გასული ერთი კვირის მონაცემებით, 16-დან 22 მაისის ჩათვლით პერიოდში, საქართველოში კორონავირუსის 586 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში 605 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ერთი კვირის მონაცემებით, გარდაიცვალა ხუთი პაციენტი. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

უწყების ცნობით, უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი.

ერთ კვირაში ქვეყანაში ჩატარდა 113 058 ტესტი, 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია 0.52%.

წინა კვირის (09.05-15.05.2022) მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 602 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 697 პირი, გარდაიცვალა ერთი პაციენტი.