ლაშა გურული ევროპის კრივის ფედერაციის სპორტსმენთა კომიტეტის წევრად აირჩიეს. ინფორმაციას რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი ავრცელებს.
“პირველად ქართული კრივის ისტორიაში საქართველოს მოკრივეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი, 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორი ლაშა გურული არჩეული იქნა ევროპის კრივის ფედერაციის სპორტსმენთა კომიტეტის წევრად”- ნათქვამია ინფორმაციაში.