მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა შუადღის საათებში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი არასრულწლოვანს დაეჯახა, შემდეგ კი კედელს შეეჯახა. არასრულწლოვანიც და მძღოლიც შეჯახების შედეგად დაიღუპნენ.