მუსლიმური სამყარო რამაზან ბაირამს აღნიშნავს, დღესასწაული 2–დან 4 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. მუსლიმთა რწმენით, სწორედ რამაზანის თვეში მოევლინა დედამიწას ყურანი.
რამადან ბაირამის დროს მუსლიმები ასრულებენ სადღესასწაულო ლოცვას, ამზადებენ ტრადიციულ კერძებს, ინახულებენ გარდაცვლილთა საფლავებს, გასცემენ მოწყალებას, არიგებენ საჩუქრებს, სტუმრად მიდიან მეგობრებთან და ნათესავებთან, შლიან დიდ საზეიმო სუფრებს. ამიტომაც, რამადან ბაირამი შერიგების, ერთიანობის გაძლიერების და ძმობის დღესასწაულია.
რამადანი მუსლიმთა კალენდრის მეცხრე თვეა. გადმოცემის თანახმად, ალაჰმა სწორედ ამ თვეში შთააგონა წინასწარმეტყველ მუჰამედს შუამავლისა და მოციქულის მისია.