პროგრამის ,, მართე შენი ქალაქი” მეორე ეტაპი დასრულდა

ქალაქის მერის, ნინო ლაცაბიძის მიერ ინიცირებული პროგრამის – ,,მართე შენი ქალაქი“ მეორე ეტაპი დასრულდა.

პროექტის მონაწილე სტუდენტებს, ნინო ლაცაბიძე შეხვდა და სერტიფიკატები და საჩუქრები გადასცა.ახალი პროგრამის- ,,მართე შენი ქალაქი“ განხორციელება, რუსთავის მერიაში მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო.

პროექტი ორ ეტაპად განხორციელდა და მასში მონაწილეობა 30-მა სტუდენტმა მიიღო.ახალგაზრდები მერიის ყველა სამსახურის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.პროგრამაში ჩართვის მსურველთა შერჩევა ონლაინ რეგისტრაციით მოხდა.

პროექტი, ქალაქის მართვაში სტუდენტების ჩართვასა და მათთვის თვითმმართველობის მუშაობის გაცნობას ითვალისწინებს.