რუსთავის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის მოსწავლეები კლასიკური მუსიკის კონკურსის ,,მომავლის ვარსკვლავების” ლაურეატები გახდნენ.
კონკურსზე მოსწავლეები ინდივიდუალური საფორტეპიანო ნომრებით, საფორტეპიანო ანსამბლებით და გოგონათა ვოკალური ანსამბლით წარდგნენ.
კონკურსს თბილისის ანასტასია ვირსალაძის სახელობის ხელოვნების გიმნაზიამ უმასპინძლა.