რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, არასამთავრობო სექტორის წარმოამდგენლებს ქალაქის პირველ პირთან სხვადასხვა საკითხზე კითხვები ჰქონდათ.
ლაცაბიძემ მესამე სექტორთან ქალაქში მიმდინარე პროექტების შესახებაც ისაუბრა და დეტალურად გააცნო რუსთავში დაგეგმილი სხვადსხვა ინფრასტრუქრული და საგანმანათლებლო პროექტები.
მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.